Monday, August 12, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელი: „ჩვენი სკოლის დამსახურებული პედაგოგები“

პროექტის მოკლე აღწერა: 1 -2 წინადადებით.
ჩვენს სოფელში მრავალი დამსახურებული პედაგოგი ცხოვრობს. კარგი იქნებოდა გაგვეცნო მათი საქმიანობა და  ღვაწლი თაობების  ღირსეულად აღზრდაში.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია ბავშვების მიერ ისეთი პედაგოგების მოძიება, რომლებიც ამჟამად სკოლაში აღარ მუშაობენ, პენსიონერები არიან და დღეს- დღეობით თითქოს მივიწყებულნი არიან.
მათ შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსებით მოსწავლეები შეძლებენ ამ პედაგოგების ‘’ ჩრდილიდან’’ გამოყვანას.
მოსწავლეები შეისწავლიან  პედაგოგების ცხოვრებას . გაიგებენ  რა პრობლემები აქვთ და შეეცდებიან  დაეხმარონ ამ პრობლემების დაძლევაში.
ჩვენი ხანდაზმული მასწავლებლების ცხოვრების გაცნობა - მომავალი თაობებისათვის იქნება მაგალითის მიმცემი.

მონაწილეთა ასაკი- 9-10 წელი.მეოთხე კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა   2013 წლის სექტემბერ-დეკემბერი.

საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში. მოვალეობების განაწილება.

პროექტის შესაძლო აქტივობები: ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, დისკუსიების გამართვა მოძიებულ თემაზე. სურათების გადაღება, სურათების გადაღება, სტენდების და ფოტო ალბომების შექმნა.მასალების  ინტერნეტში განთავსება.
მოსალოდნელი შედეგი: რაც შეიძლება შეიქმნას- დამსახურებული მასწავლებლების შესახებცნობების ელექტრონული ვერსია, ფოტო ალბომები, სტენდები, შემოქმედებითი პრეზენტაციები.

სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეხვდებიან ღვაწლმოსილ პედაგოგებს, გაეცნობიან, როგორ აიღონ ინტერვიუ,გაიგებენ ,როგორ მიაღწიეს კარგ შედეგს  ბავშვებთან ურთიერთობაში. მათი შრომა  მისაბაძი მაგალითი გახდება ბავშვებისათვის. იქნებ ზოგს სურვილიც გაუჩნდეს პრფესიად მასწავლებლობა აირჩიონ. დაამყარებენ კონტაქტს ადამიანებთან კონტაქტს ადამიანებთან. სურვილი გაუჩნდებათ დაეხმარონ პრობლემის გადაჭრაში.
თუ რომელიმე მასწავლებელს აღმოაჩნდება თავისი დაწერილი ლექსი ,მოთხრობა, ნახატი ან ნაქარგი, მათი შემოქმედების ინტერნეტში განთავსებით ხელს შუწყობენ მათ პოპულარობას.
პროექტის პრეზენტაცია და შემაჯამებელი შეფასება.

შეფასების კრიტერიუმები
მაღალი-წითელი წრე
საშუალო
ყვითელი წრე
დაბალი
ცისფერი წრე
მუშაობა ჯგუფებში
კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან მსჯელობს დამაჯერებლად, არის აქტიური.
უჭირს თანამშრომლობა  ჯგუფის წევრებთან
არ არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში.
პრეზენტაცია
საპრეზენტაციო მასალა მონზდებული აქვს, ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან.
აუდიტორიასთან ნაწილობრივ აქვს კავშირი დამყარებული, თხრობა  არა თნმიმდევრულია,
საპრეზენტაციო მასალა არასწორად აქვს მომზადებული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ერვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სხვადასხვა უნარებს. 
  • გაუჩნდებათ ინტერესი  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
  • ინტერნეტში მასალების მოძიება, პრეზენტაცია, ვიდეო და ფოტომასალების მოძიება, ალბომების  შექმნა.
  • გაიუმჯობესებენ წერისა და კითხვის დასმის ჩვევებს .
  • გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები.


პროექტის ხელმძღვანელი ეთერ ღლონტი.


ხელმძღვანელის ელფოსტა glontieteri@gmail.com